პოზიტიური მშვიდობის ინდექსით, საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა
პოზიტიური მშვიდობის ინდექსით, საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორისაა. შესაბამის ანგარიშს საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრი „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი“ (IEP) აქვეყნებს.

პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, წინა კვლევასთან შედარებით საქართველომ პოზიცია ექვსი ადგილით გაიუმჯობესა, 49 ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა.

პოზიტიური მშვიდობის ინდექსის დგება სოციალური ასპექტების კონსტრუქციულ ასპექტებზე დაყრდნობით. მისი შედგენისას გათვალისწინებულია შემდეგი ფაქტორები: მთავრობის კარგი ფუნქციონირება, კორუფციის დაბალი დონე, ჯანსაღი ბიზნესგარემო, რესურსების სამართლიანი განაწილება, სხვათა უფლებების მიღება, ინფორმაციის თავისუფლება, ადამიანური კაპიტალის მაღალი დონე და მეზობელ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობები.

პოზიტიური მშვიდობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას ასწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მეოთხეა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər