შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ჰულუსი აკარი ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მჭიდრო ისტორიულ კავშირებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.

შალვა პაპუაშვილის თქმით, თურქეთი ყოველთვის გვერდში უდგას საქართველოს და ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან, ნაყოფიერად თანამშრომლობენ საპარლამენტო დონეზე, ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე.

შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს ორი ქვეყნის როლზე „შუა დერეფნის“ განვითარებაში.

ჰულუსი აკარმა ხაზი გაუსვა ორივე ქვეყანაში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მნიშვნელობას და ამ კუთხით ყურადღება გაამახვილა რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობას და, ასევე, თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების განვითარებას. აგრეთვე, აღინიშნა სამმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომი ხელშეწყობა.

შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობა მიიღო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ტაბატაძემ და თურქეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბექა ოდიშარიამ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər