თვითრეგულირების ორგანოს დებულება
თვითრეგულირების ორგანოს დებულება
ააიპ ჟურნალისტთა კავშირი „ხალხის ხმა“ სათემო რადიო “მარნეული“


ტელ: +995 577 27 84 21; +995 557 99 44 15;
ელ-ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
www.marneulifm.ge
Community radio “Marneuli”


თვითრეგულირების ორგანოს დებულება

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და კომისიის 2009 წლის 12 მარტის #2 დადგენილებით დამტკიცებული “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” თანახმად შეიქმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი

საჩივრის განმხილველი ორგანო
1. საჩივრის განმხილველ ორგანოს წარმოადგენს ა(ა)იპ ჟურნალისტთა კავშირი - ხალხის ხმის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილი დავის განმხილველი კომისია.
2. კომისია განიხილავს საჩივრებს “მაუწყებელთა ქცევის კოდექსით” დადგენილი წესით.
3. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით.
4. კომისიის წევრები კომისიის თავჯდომარეს ირჩევენ და მისი უფლებამოსილების ვადას განსაზღვრავენ კომისიის წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით, რომელიც ხელმძღვანელობს კომისიის სხდომას და განსაზღვრავს კომისიის მუშაობის რეჟიმს;
5. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის
6. დამსწრე წევრები და თავჯდომარე. თუ კომისიის დამსწრე წევრს აქვს განსხვავებული აზრი, იგი დაერთვება სხდომის ოქმს.


საჩივრის წარდგენის პროცედურები
1. საჩივრის წარდგენისას გამოიყენება ,,ქცევის კოდექსით” დადგენილი პროცედურები;
2. დაინტერესებულმა პირმა საჩივარი უნდა წარადგინოს წერილობითი ფორმით, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) საჩივრის ავტორის სახელს და გვარს, საცხოვრებელ მისამართს, პირად ნომერს, დაბადების დღეს/თვეს/წელს, და საკონტაქტო ინფორმაციას; იურიდიული პირის შემთხვევაში - საფირმო სახელწოდებას, სამართლებრივ ფორმას, ინფორმაციას წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესახებ; საიდენტიფიკაციო კოდს; იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართს; იურიდიული პირის შემთხვევაში თანდართული უნდა ქონდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი;
ბ) ინფორმაციას ,,ქცევის კოდექსის” რომელი ნორმის დარღვევა მოხდა სადავო მასალაში.

საჩივრის განხილვის ვადები და პროცედურები
1. თვითრეგულირების ორგანოში საჩივრის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ამოწმებს საჩივრის შესაბამისობას - არის თუ არა წინამდებარე დებულების შესაბამისად წარდგენილი. თუ წარმოდგენილია ამ დებულების დარღვევით, კომისია უკან უბრუნებს საჩივრის ავტორს და განუსაზღვრავს არანაკლებ 3 სამუშაო დღეს ხარვეზის გამოსასწორებლად.
2. თუ დადგენილ ვადაში არ მოხდება ხარვეზის გამოსწორება კომისია იღებს გადაწყვეტილებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
3. საჩივრები განიხილება გონივრულ ვადაში. თუ გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია 21 დღეზე მეტი ვადა, მაუწყებელი ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება ვადის გაზრდის თაობაზე და აცნობოს ამის შესახებ ყველა დაინტერესებულ პირს.
4. დაინტერესებული პირისათვის შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მის მიერ მითითებულ მისამართზე დაზღვეული საფოსტო წერილის გაგზავნით, პირადად ჩაბარებით ან ელექტრონული ფოსტის გაგზავნით.

კომისიის გადაწყვეტილება
1. კომისია გადაწყვეტილებას იღებს დახურულ სხდომაზე, რომელსაც აცნობს ყველა დაინტერესებულ პირს.
2. კომისია ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში გაუგზავნოს მხარეს მიღებული წერილობითი გადაწყვეტილება.
3. გადაწყვეტილებაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული გასაჩივრების ვადები და წესები.



კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება
1. საჩივრის თაობაზე მაუწყებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 7 დღის ვადაში თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში, რომელსაც ყოლეველ კონკრეტულ შემთხვევაში ქმნის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბრძანებით.
2. სააპელაციო ორგანო დაკომპლექტებული უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირებით.
3. სააპელაციო ორგანოს წევრები არ შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები ან პოლიტიკური პარტიის წევრები, არ უნდა ჰქონდეთ მონაწილეობა მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებაში.


სააპელაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება
1. სააპელაციო ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღება 30 დღის ვადაში. თუ გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია 30 დღეზე მეტი ვადა, სააპელაციო ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება ვადის გაზრდის თაობაზე და აცნობოს ამის შესახებ ყველა დაინტერესებულ პირს.
2. სააპელაციო საჩივრის განხილვაზე მოქმედებს ამ დებულებით განსაზღვრული წესები.
3. სააპელაციო სასამართლო იღებს რომელიმე ერთ გადაწყვეტილებას:
ა) სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;
ბ) სააპელაციო საჩვრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;
გ) სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
დ) სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;


ცვლილებების შეტანა
დებულებაში ნებისმიერი ცვლილების განხორციელება დასაშვებია წერილობითი ფორმით.












































საქართველო, ქვემო-ქართლი, 3000 მარნეული

გამსახურდიას ქ. #12

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია