ვის შეუძლია რამაზანის მარხვის დაცვა და ვის არა

რამაზანის მარხვის დაცვა ყველა სრულწლოვანი მუსლიმისათვისაა სავალდებულო.

მხოლოდ ავადმყოფებსათვის, მოხუცებისა და მოგზაურობაში მყოფი ადამიანებისთვისაა გამონაკლისი დაშვებული. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი ამბობს, რომ თუ ვინმეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მას შეუძლია, რომ მარხვა არ დაიცვას.

ამის გარდა, არსებობს ოთხი შემთხვევა, როდესაც მორწმუნეს არ შეუძლია რომ იმარხულოს.

• ორსული ქალები. მათ შეუძლიათ, რომ არ დაიცვან მარხვა, მაგრამ ყოველ დღე გაჭირვებულ ადამიანებს 750 გრამი საკვები უნდა გადასცენ. იმ დღეების ნაცვლად, როდესაც ორსულობის გამო ვერ იმარხულეს, მშობიარობის შემდგომ უნდა იმარხულონ.
• მეძუძური დედები (თუ მარხვის დროს რძის შეჩერების საშიშროება არსებობს). მათაც ყოველდღიურად 750 გრამი საკვები უნდა მისცენ გაჭირვებულებს, ძუძთი კვების პერიოდის გასვლის შემდგომ კი მარხვის გაცდენილი დღეები უნდა აინაზღაურონ.
• ქალებმა არ უნდა იმარხულონ თვიური ციკლის დღეებში. ციკლის დამთავრების შემდეგ კი გაცდენილი დღეების სანაცვლოდაც უნდა იმარხულონ.
• რამაზანის თვეში დროებით დაავადებული ადამიანების სიცოცხლეს მარხულობა თუ საფრთხეს უქმნის, მაშინ ისინი ავადმყოფობის პერიოდში მარხვისაგან თავისუფლები არიან. იმ შემთხვევაში, თუ დაავადება მომდევნო წლის რამაზანის მარხვამდე გაგრძელდა, მათ შეუძლიათ, რომ მარხვის დღეებში გაჭირვებულ მოსახლეობას 750 გრამი საკვები გადასცენ და აღარ იმარხულონ.


„დღეს მსოფლიო ვირუსთან ბრძოლობს. კორონავირუსთან დაკავშირებით მეცნიერებს რეკომენდაციები აქვთ განსაზღვრული. კორონავირუსით ინფიცირებულები არ იმარხულებენ. მათ უნდა მიხედონ გამოჯანმრთელობას. ამის გარდა, ვინც სახლში კარანტინის რეჟიმში ცხოვრობს, მათ შეუძლიათ იმარხულონ“ - ამბობს ჰაჯი რამინ იგიდოვი

ჰაჯი რამინ იგიდოვის თქმით, თუ ვინმე მუშაობს სამსახურშიც უნდა იმარხულოს.

„იმ ადამიანებს, რომლებიც სამსახურებში დაინფიცირების რისკის ქვეშ არიან, მაგალითად ექიმები, ან ისინი, ვისაც ინფიცირებულებთან ხშირი კონტაქტი აქვთ, შეუძლიათ არ იმარხულონ. მაგრამ უმიზეზოდ ადამიანებს არ შეუძლიათ რომ არ იმარხულონ.

არსებობს ასეთი კითხვა, რომ კორონავირუსის დროს ადამიანებს უწევთ ბერვი სითხის მიღებაო და ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთონო.

მუჯტეჰიდების პასუხი ამაზე ასეთია, რომ მარხვის დროს სითხეს ვერ მიიღებენ, კარგი იქნებოდა, თუ დილით ჭამის დროს ბევრ სითხეს მიიღებენ
“ - ამბობს რამინ იგიდოვი

აღსანიშნავია, რომ წელს რამაზანის თვე ზოგ ქვეყნებში, მაგალითად თურქეთშუ, 24 აპრილს, ხოლო სხვა ქვეყნებში, მაგალითად აზერბაიჯანში, 25 აპრილს დაიწყება.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია