როგორ დაეხმარება მთავრობა სოფლის მეურნეობას კრიზისის დაძლევაში
კორონავირუსთან დაკავშირებით წარმოქმნილი კრიზისის გასამკლავებლად შემუშავებული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა გიუორგი გახარიამ წარმოადგინა სოფლის მეურნეობის დახმარების გეგმაც.

პრემიერის თქმით, სოფლის მეურნეობის გაძლიერება მნიშვნელოვანია, რადგან პანდემიის პირობებში ქვეყანამ უნდა შეძლოს შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილება სურსათზე.

როგოროც გახარიამ აღნიშნა, სოფლის მეურნეობის დაფინანსების მიკროსაგრანტო პროგრამა, რომელიც დაიწყო რამდენიმე წლის წინ, გაგრძელდება და ერთ ბენეფიციარზე გაცემული გრანტის ოდენობის ზღვარი აიწევს 30 ათას ლარამდე და ჯამში გაიზრდება 40 მილიონ ლარამდე.

გარდა ამისა, აგროკრედიტი ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების ნაწილში, ჯამში, 50 მილიონ ლარამდე იზრდება. მთავრობა ვარაუდობს, რომ აღნიშნული პროგრამით, 5 ათასი ბენეფიციარი ისარგებლებს.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამელიორაციო სისტემის 2020 წლამდე არსებული ყველა დავალიანება ჩამოეწერებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და ასევე, გათავისუფლდებიან 2020 წლის გადასახადისგან.

გახარიას თქმით, 3 წლის განმავლობაში ჩატარდება 1.2 მილიონ ჰექტრამდე მიწის სისტემური რეგისტრაცია. მისივე ცნობით, სწორედ ეს რესურსი არის დარჩენილი სისტემური რეგისტრაციის გარეშე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია