ავტომობილების მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ბანკების წინ ხალხმრავლობაა
საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მასშტაბით მანქანების გადაადგილება 10 დღით შეზღუდა. შეზღუდვები 27 აპრილს გაუქმდა. 

დღეს, 28 აპრილს, ქალაქ მარნეულში მდებარე ბანკების შენობებთან ხალხმრავლობაა. ყველა ოფისის წინ რეგულირდება მომხმარებელთა ნაკადი და ქუჩაში რიგები დგება.

ბანკის წინ რიგის მოლოდინში მყოფი მოსახლეობა რადიო "მარნეულთან" საუბრისას აცხადებს, რომ ფული არ აქვთ და მაისის თვის პენსიის ასაღებად მოვიდნენ. იმის გამო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს, ზოგი თავიანთი მანქანით, ზოგი კი ტაქსით მოვიდა.

"ბანკში პენსიის ასაღებად მოვედი და არ გვიშვებენ. მაისის პენსია მინდა გამოვიტანო. კრედიტიც მაქვს და თუ იმ კრედიტის თანხას დაიტოვებენ დანარჩენს მაინც ავიღებ".

"ლიბერთი ბანკის" მანქანებმა, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობას პენსიისა და სოციალური დახმარების აღება სოფლებში შეუძლიათ, მუნიციპალიტეტში სიარული 3 აპრილიდან განაახლეს. იმის გასარკვევად, თუ რომელ სოფელში როდის მივა "ლიბერთი ექსპრესი" მოქლაქეებმა ბანკის ცხელ ხაზზე +995 32 2 55 55 00 უნდა დარეკონ.

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია