გარდაბანში აზერბაიჯანის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა
დღეს, 9 ოქტომბერს, გარდაბანში აზერბაიჯანის მხარდასაჭერად აქცია ჩატარდა.
აქციის მონაწილეებმა ლოზუნგით „ყარაბაღი აზებაიჯანია“ მსვლელობა მოაწყვეს. მოგვიანებით კი აქციის მონაწილეები გარდაბნის ცენტრში, დავით აღმაშენებლის პარკში შეიკრიბნენ.

„გაუმარჯოს აზერბაიჯანს!“ „გაუმარჯოს აზერბაიჯანის ჯარს!“ „აზერბაიჯანი!“, „ან ყარაბაღი, ან სიკვდილი!“ - ამ ლოზუნგებით მიმდინარეობდა აქცია.

სიტყვით გამომსვლელებმა თქვეს, რომ მათი გული სამშობლოსთან, აზერბაიჯანთან ერთადაა.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სჯერათ აზერბაიჯანი მალე გაიმარჯვებს და გამარჯვების ამბავი მათ გაახარებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია