საქსტატმა დღეს 2021 წლის აგვისტოს ეკონომიკური ზრდის ამსახველი
ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, აგვისტოში საქართველოს
ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა.
2021 წლის 8 თვეში კი ჯამურად ეკონომიკურმა ზრდამ 12% შეადგინა.
აგვისტოში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 9.3 მილიარდი ლარი
იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31.2%-ით
მეტია.
2021 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა
შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო
და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის
და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები,
ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება.