სიძვირეა, შემოსავალი არაა, კაპიკების გამო ვდგავართ - მარნეულელები ფასების გაზრდაზე
აზერბაიჯანელი მოსახლეობა რამდნეიმე დღეში ნოვრუზ ბაირამს იზეიმებს. დღესასწაულის მოახლოვებასთან ერთად, ხალხმრავლობა შეიმჩნევა ბაზარშიც. მყიდველები ჩივიან, რომ პროდუქტებზე ფასები საგრძნობლადაა მომატებული.


„ნოვრუზზე ბევრი ხარჯი გვაქვს. ყველაფერი ძვირი ღირს. სამშაო არაა, ვისაც შეუძლია ევროპაში მიდის. აქ დარჩენილები კი პენსიონერები არიან. ისინიც პენსიას იღებენ, წამლები იყიდონ თუ პროდუქტი?! ხახვი, კარტოფილი 2 ლარი, ყველი 20 ლარი, ვაშლი, მსხალი ცოტა იაფი - 4-5 ლარია. ბაზარში ყველაზე იაფი ხილი 2 ლარია. ყიდულობ ისიც არაფრად არ ვარგა. ძალიან რთულია. წელს უფრო სიძვირეა, ყოველ წელს უფრო რთულდება, სიტუაცია. აქ მხოლოდ უმუშევრობაა. სამუშაო რომ იყოს იმუშავებს ხალხი, ხელფასს მიიღებს, ოჯახს არჩენს. ყოველ წილს უფრო რთული ხება ყველაფერი, ეს ჩემი სიტყვები არაა, ყველა ამას ამბობს. ქვეყანაში უმშევრობაა, ყველა ევროპაში მიდის. ჩვენი სოფლიდან 400-500 კაცი ევროპაში წავიდა, სოფელში მოხუცებია დარჩენილი. ჩვენ მიწათმოქმედებით ვართ დაკავებული. კარტოფილი მოგვყავს, სასუქი ძვირი ღირს, ბევრს კარტოფილი ვერ მოყავს. მარშრუტკის მძღოლი ვარ, 1 საათია აქ ვდგავარ. ველოდები რომ 10-15 კაცი მოვა და წავალ. ხარჯებსაც ვერ ვფარავ“

„ძალიან ძვირია ყველაფერი. შემოსავალიც არაა, ყველა კაპიკზე ვდგავართ აქ. სამუშაო არაა. საქართველო იღუპება.დღესასწაულზე მაინც სტუმარი მოდის. 1000 ლარია საჭირო. შუქი, გაზი, სახლზე ხო საერთოდ არ ვლაპარკობ. არ გვეყოფა შემოსავალი. ყველა ბანკიდან იღებს ფულს ვერ ფარავენ მერე. არაფერია საქართველოში. წელს ძალიან სიძვირეა. ყველაფერი ძვირია. მუშები დღეში 20-30 ლარად მუშაობენ, რა იყიდონ?!“

„ნოვრუზისთვი 500 ლარამდე ფულია საჭირო რომ ოჯახისთვის პროდუქტი ვიყიდოთ. ყველაფერი ძალიან ძვირია. ზემოთ რომ სხედან ის ხალხი რას გადაწყვეტს ამაზე ნეტავ, ძალიან საინტერესოა. წელს ძალიან ძვირია ყველაფერი. სამუშაო ადგილებიც არაა ძალიან შეწუხებული ვართ“ -
ამბობს მოსახლეობა. 

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული 21 მარტს აღინიშნება.




{{AUDIO}}
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები