„როცა ქარია სახლში ვერ შევდივართ, გარეთ ვრჩებით" - ქვემო სარალში მცხოვრენი ელბრუს აბდულაევი
64 წლის ელბრუს აბდულაევი მეუღლესთან ერთად ქვემო სარალში ცხოვრობს.  ორი შვილიდან ერთი დაეღუპათ. მეორე კი საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდა და სამშობლოში ჯერ არ დაბრუნებულა. ელბრუს მამედოვის თქმით, საზღვარგარეთ წასული შვილი პანდემიის გამო არ მუშაობს და ვერც სამშობლოში ბრუნდება. ოჯახის ფინანსური მდგომარეობა მძიმეა.

სახემწიფოსგან მიღებული 100 ლარიანი სოციალური დახმარება თვიდან-თვემდე უნდა იმყოფინონ, ოჯახს სხვა შემოსავალი არ აქვს. ელბრუს მამედოვის თქმით, მათ არც მიწა აქვთ. სახლი კი ავარიულ მდგომარეობაშია.

აბდულაევის თქმით, მან ბევრჯერ მიმართა მერიას დახმარების თხოვნით, თუმცა არავინ დახმარებია. „ როცა ქარია სახლში ვერ შევდივართ, გარეთ ვრჩებით. როდემდე უნდა ვიცხოვროთ შიშში? მერიას მიმვმართე განცხადებით, ყოველდღე მეუბნებიან დღეს ხვალ დაგეხმარებით. მოვიდნენ და ნახონ, იქნებ ვატყუებ. მეუღლე ავადაა, მე ვერ ვმუშაობ და შემოსავალი არ გვაქვს. მიწაც არ გვაქვს რომ რამე მოსავალი ავიღოთ“

ოჯახის ერთადერთი შემოსავალი 100 ლარის სოციალური დახმარებაა.




Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები