მარნეულში შუახნის მამაკაცს ესროლეს.
შემთხვევა დღეს, 3 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ინციდენტი მარნეულში მდებარე ერთ-ერთ
რესტორნის ეზოში მოხდა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა
მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგროც რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,
გამოძიება სიხლის სამართლის კოდექსის ორი, 108-ე და 236-ე მუხლებით
დაიწყო. 108- მუხლი გულისხმობს განძრახ მკვლელობას ხოლო, 236 მუხლი -
ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი
იარაღისა (თოფისა)) საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან
ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა,
ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.