მარნეულში თენგიზ ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჩემპიონატი ჩატარდა
17 ივნისს მარნეულის სოფელ თამარისის სპორტულ დარბაზში თენგიზ ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი გუნდური საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში გაიმართა. ჩემპიონატი მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. ინფორმაციას მარნეულის სპორტული სკოლა ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

სპორტული სკოლის ინფორმაციით ტურნირში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების წარმომადგენელი 31 გუნდის 160-მდე სპორტსმენი.

2010-2011- წელს დაბადებული სპორტსმენებს შორის ჩატარებული ტურნირის ჩემპიონი და თენგიზ ნავერიანის თასის მფლობელი თბილისის გუნდი „ლიდრი“ გახდა. მეორე ადგილზე თბილისის „მუხიანის“ გუნდი, მესამე ადგილზე კი გუნდი „ხაშური“ გავიდა.

ჩემპიონატის დასასრულს გაამრჯვებულ გუნდებს მედლები და დიპლომები გადაეცათ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი, , საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, დავით ქევხიშვილი, სპორტული ჟურნალისტიკის ასოციაციის წევრი, ქართული ჭიდაობის მკვლევარი გაბრიელ ბარჯაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები