404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
ლაბორატორიაში შექმნილი ხელოვნური ხორცი პირველად გაიყიდება მასობრივად
Dსინგაპურის მარეგულირებელმა ორგანოებმა პირველად დაამტკიცეს ცხოველების დახოცვის გარეშე, ბიორეაქტორებში ხელოვნურად შექმნილი ხორცი. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამერიკული კომპანიის Eat Just-ის მიერ შექმნილი ქათმის ბაიტსები სინგაპურის საკვების ასოციაციამ უსაფრთხოდ სცნო. კომპანიის თქმით, ამ მიღწევამ შესაძლოა შეცვალოს ხორცის წარმოების ინდუსტრია და მომავალში ხორცის ყველა სახეობის გაყიდვა ცხოველების მოკვლის გარეშე გახადოს შესაძლებელი.

The Guardian-ის ინფორმაციით, ამჟამად მსოფლიოში, დაახლოებით, 130 მილიონ ქათამს და 4 მილიონ ღორს კლავენ ყოველდღიურად. ძუძუმწოვრების 60%-ს შინაური ცხოველები, 36%-ს ადამიანები შეადგენენ, გარეული ცხოველების წილი კი მხოლოდ 4%-ია. შესაბამისად, ლაბორატორიებში შექმნილი ხორცი, რომელსაც ცხოველების მოკვლის გარეშე აწარმოებენ, დიდ გავლენას მაოხდენს ბუნებასა და კლიმატზე.

Eat Just-ის პროდუქციისთვის უჯრედები 1 200-ლიტრიან ბიორეაქტორში იზრდება, რასაც შემდეგ მცენარეულ ინგრედიენტებს ურევენ. კომპანიის ცნობით, თავდაპირველად ამ პროდუქტზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იქნება და ბაიტსები მხოლოდ სინგაპურის რესტორნებში გაიყიდება. ამასთან, ბუნებრივ ხორცთან შედარებით, ხელოვნურად შექმნილი ხორცის ფასი მაღალი იქნება იქამდე, სანამ პროდუქცია უფრო მასშტაბურად არ გაიყიდება, ამის შემდეგ კი მისი ფასი ბუნებრივ ხორცზე უფრო დაბალი გახდება.

ხელოვნური ხორცის წარმოებისთვის საჭირო უჯრედებს მეცნიერები ბიოფსიის შედეგად ცოცხალი ცხოველებიდან იღებენ, დამატებითი საკვები ნივთიერებები კი მცენარეებისგან მზადდება.

The Guardian-ის ცნობით, სხვადასხვა კვლევამ დაადასტურა, რომ განვითარებულ ქვეყნებში ადამიანები იმაზე მეტ ხორცს მიირთმევენ, ვიდრე ეს მათთვის, ან ზოგადად პლანეტისთვის იქნებოდა სასარგებლო. ამასთან, კვლევები აჩვენებს, რომ ხორცის მოხმარების შემცირება მნიშვნელოვანია კლიმატის კრიზისის შემცირებისთვის, ზოგი მეცნიერი კი ამბობს, რომ ხელოვნურად შექმნილი ხორცი საუკეთესო საშუალებაა კლიმატის კრიზისთან საბრძოლველად.

კომპანიები, რომლებიც ლაბორატორიებში ამზადებენ ხორცს, მიიჩნევენ, რომ ეს პროდუქტი ხორცის მოყვარულებს ტრადიციულ პროდუქტებს ჩამოაშორებს, რადგან ვეგანური დიეტები ზოგისთვის მიუღებელია, მცენარეული ხორცის შემცვლელ პროდუქტებს კი, ხშირ შემთხვევაში, არ აქვს იგივე ფაქტურა და არომატი. ბიორეაქტორებში კულტივირებული ხორცი კი ხელს უშლის ბაქტერიულ დაბინძურებას, რომელიც ცხოველური ნარჩენებისგან წარმოიქმნება და ასევე ამცირებს ცხოველებში ანტიბიოტიკებისა და ჰორმონების ზედმეტ გამოყენებას.

Eat Just-ის წარმომადგენლის, ჯოშ ტეტრიკის თქმით, მარეგულირებელი ორგანოების მიერ ბიორეაქტორებში შექმნილი ხორცი საკვების ინდუსტრიაზე დიდ გავლენას მოახდენს:

“ეს არის ღია კარი და ახლა ჩვენზე და სხვა კომპანიებზეა დამოკიდებული, რომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. ვიმედოვნებ, ეს ცვლილება მსოფლიოს მომავალი წლების განმავლობაში მიიყვანს იმ დონემდე, როდესაც ხორცის წარმოებისთვის აღარ იქნება საჭირო არც ერთი ცხოველის მოკვლა”, – განაცხადა ტეტრიკმა.

თუმცა, მისი თქმით, ახლა მთავარ გამოწვევად რჩება, თუ როგორ მიიღებს საზოგადოება ახალ პროდუქტს:

“არის თუ არა ეს განსხვავებული? რა თქმა უნდა. ჩვენ გვსურს, რომ მომხარებელთან სწორი კომუნიკაცია დავამყაროთ, თუ რა არის ეს პროდუქტი და როგორ შეედრება ის ჩვეულებრივ ხორცს. ამის შედეგად ჩვენ შევძლებთ გამაჯრვებას, თუმცა ეს არ არის გარანტირებული”, –
განაცხადა ტეტრიკმა და განმარტა, რომ საკვები ნივთიერებების დონეზე კულტივირებული ქათამი იგივეა, რაც ჩვეულებრივი ხორცი.

ასევე, ტეტრიკის თქმით, კიდევ ერთი გამოწვევა, რასაც კომპანია პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის პროცესში წააწყდება, სხვა ქვეყნების მიერ ხელოვნური ხორცის აღიარება და დამტკიცება იქნება. კომპანია ამ დროისთვის უკვე აწარმოებს მცენარეულ კვერცხს და ვეგანურ მაიონეზს.

კულტივირებული ხორცის მნიშვნელობაზე საუბრობენ ამ სფეროს ექსპერტებიც. The Guardian-ის ცნობით, ხორცის საერთაშორისო სამდივნოს გენერალურმა მდივანმა, ჰსინ ჰუანგმა კულტივირებული ხორცის დამტკიცებას მნიშვნელოვანი მომენტი უწოდა.

“როგორც ჩანს, მსგავსი პროდუქცის წარმოებაში სხვა კომპანიებიც ჩაერთვებიან. ჩვენ გვჯერა, რომ კულტვირებული ხორცის გაყიდვის პოტენციალი ძალიან დიდია, რადგან მომხმარებლები გემოსა და საკვების სარგებლობიანობის კუთხით აღნიშნული პროდუქტს ენთუზიაზმით უყურებენ. რა თქმა უნდა, ნამდვილი ცხოველის ხორცი ამ მოთხოვნებს უფრო კარგად აკმაყოფილებს, თუმცა ჯანსაღი კონკურენცია მისაღებია”, – განაცხადა ჰუანგმა.

ამასთან, ჰუანგმა დასძინა, რომ მეცხოველეობა მსოფლიოს გარშემო დაახლოებით ერთი მილიარდი ღარიბი ადამიანის საარსებო წყაროს წარმოადგენს, თუმცა ჰუანგის თქმით, მას სწამს მომხმარებლის არჩევანის, შესაბამისი მარკირებითა და რეგულაციებით.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია