ნიუ იორკში კორონავირუსის ახალი მუტირებული ვარიანტი ვრცელდება,
რომლის წინააღმდეგაც შესაძლოა ვაქცინები ნაკლებად ეფექტური იყოს.
ამის შესახებ ინფორმაციას New York Times ავრცელებს კალიფორნიის
ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების
მიერ ჩატარებულ კვლევებზე მითითებით.
ექიმებმა კორონავირუსის B.1.526 შტამი აღმოაჩინეს, რომელიც პირველად
ნოემბერში დაფიქსირდა და თებერვლის შუა რიცხვებში უკვე საკმაოდ ფართოდ
გავრცელდა.
"შემთხვევები დაფიქსირდა ვესტჩესტერში, ბრონქსში, ქუინსში, მანჰეტენსა
და ბრუკლინში. ასე რომ, ის უკვე ფართოდ არის გავრცელებული და ეს არ
არის იზოლირებული აფეთქება", - განაცხადა კვლევითი
ცენტრის, Aaron Diamond AIDS-ის დირექტორმა, დოქტორმა დევიდ ჰომ.
ცნობილია, რომ ნიუ იორკში ასევე გავრცელებულია კორონავირუსი სხვა
მუტაციებიც, რომლებიც გამოვლენილია სხვა ქვეყნებში, სამხრეთ აფრიკის
ჩათვლით.
შეგახსენებთ, 10 თებერვალს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ
განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც თავდაპირველად დიდ
ბრიტანეთში აღმოაჩინეს, გასულ კვირას კიდევ ექვს ქვეყანაში იქნა
გამოვლენილი, მთლიანობაში ახალმა ვარიანტმა 86 ქვეყანაში
მიაღწია.
წყარო: report.ge