რუსეთის წარმომადგენლობა NATO-ში მუშაობას წყვეტს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის წარმომადგენლობა NATO-ში მუშაობას წყვეტს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ამათან, 1 ნოემბრიდან მოსკოვში საქმიანობას წყვეტს NATO კავშირის სამხედრო მისია. რუსეთი მისი თანამშრომლების აკრედიტაციას აუქმებს. აღარ იმუშავებს NATO-ს საინფორმაციო ბიუროც მოსკოვში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, NATO-სა რუსეთს შორის კონტაქტებისთვის ალიანსმა ბელგიაში რუსეთის საელჩოს უნდა მიმართოს.

”რუსეთი აღარ შექმნის ილუზიას, რომ უახლოეს მომავალში NATO-სთან ურთიერთობებში რაიმე ცვლილებაა შესაძლებელი”, - განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის, 6 ოქტომბერს NATO-მ 8 რუს დიპლომატს აკრედიტაციაზე უარი უთხრა.

”სინამდვილეში ისინი იყვნენ რუსეთის დაზვერვის ოფიცრები იყვნენ. ჩვენ ასევე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩვენ 10 -მდე შევამცირეთ პოზიციების რაოდენობა, რომლებშიც რუსეთს აკრედიტაციის მიღება შეუძლია”, -
განაცხადეს ალიანსში.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები