საქართველოში კორონავირუსით კიდევ 33 ადამიანი გარდაიცვალა.
"ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 602 პირი
ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს
მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 071 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 29 985 ტესტი ჩატარდა.
წყარო: ინტერპრესნიუსი