მარნეულელი სურიკ ჩიჩიანი შშმ პირებისთვის ვაქცინაციის დაწყებას არ დაელოდა და აიცრა
„ყველა შშმ პირმა უნდა გაიკეთოს ვაქცინა, ისიც საკმარისია ჩვენთვის, შშმ პირები რომ ვართ“- ამბობს უსინათლო სურიკ ჩიჩიანი.
მან ვაქცინაციაზე დასარეგისტრირებლად ცხელ ხაზზე , 15 22-ზე დარეკა. ასტრაზენეკაზე მარნეულში დიდი მოთხოვნა არ არის და დარეკვიდან, მეორე დღესვე ჩაწერეს ასაცრელად.

ცხელ ხაზზე რომ დავრეკე ვიკითხე, რა პირობებია შშმ პირებისთვის. მე, მაგალითად, მჭირდება გამცილებელი და ვინმეს აუცილებლად უნდა ვთხოვო, რომ გამომყვეს. ეს გარკვეულწილად აფერხებს ჩემ თავისუფალ არჩევანს და გეგმებს. როგორც მიპასუხეს, შშმ პირებისთვის აპირებენ რომ მობილური ჯგუფები შექმნან. პანდემია უკვე ორი წელიაა მძვინვარებს. ვაქცინაციაზე ამდენი თვე მიმდინარეობს საუბარი და შშმ პირებისთვის, ჯერ კიდევ გეგმავენ.“

როგორც სურიკი ამბობს, ჯანდაცვის სამინისტროს ვერ დაელოდებოდა. აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. კომუნიკაბელურია და უსაფრთხოების მიზნით იკეთებს ვაქცინას.



მისი აზრით, უკეთესი იქნებოდა, შესაბამის სტრუქტურებს შშმ პირები პრიორიტეტულ ჯგუფში შეეყვანათ და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების შემდეგ, მათ ვაქცინაციაზე ეზრუნათ.

აპრილის პირველ რიცხვებში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძემ განაცხადა რომ შშმ პირების ვაქცინაციის საკითხი უკვე დღის წესრიგშია. და მათთვის მობილური ბრიგადები გამოყოფა.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ვაქცინაციის შესახებ matsne.gov.ge საიტზე ვაქცინაციის ეტაპების გაწერაში შშმ პირები ორჯერ არის ნახსენები. დოკუმენტის თანახმად მათი ვაქცინაცია პირველი ეტაპზევე იყო დაგეგმილი.


"მალე დადგება შშმ პირების ვაქცინაციის საკითხი. საბჭო ამ დღეებში განიხილავს დამატებითი კონტინგენტის ჩართვის საკითხს და, მათ შორის, განხილული იქნება ეს საკითხიც. ვაქცინების დეფიციტის გამო ამ ეტაპზე იქნებ სრულად ვერ იქნეს დაფარული, რადგან, როგორც მახსოვს, ქვეყანაში 300 000-მდე შშმ პირია. ეს საკითხი დგას და ჩვენ შევეცდებით, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ, მობილურ ბრიგადებზეა საუბარი, დახმარებაში ტრანსპორტირებაში ვაქცინაციის ცენტრებთან და ა.შ

სურიკ ჩიჩიანი 22 მაის აიცრა და როგორც ცხელ ხაზზე აღნიშნეს შშმ პირებისთვის ვაქცინაციაში ხელის შეწყობა ისევ დაგეგმვის პროცესშია.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები