"პროექტიდან თუ კონკურსიდან მყავს შეძენილი უამრავი მეგობარი, თითქმის მთელი საქართველოდან "- რა მიიღო დონორისგან მარნეულელი ნათია გუსეინოვა
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, იგივე "რუსული კანონი" ან კანონი აგენტების შესახებ, საქართველოს მთავრობამ მეორედ დააინიციირა. კანონის თანახმად, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია , რომლის შემოსავლების 20%- ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ფინანსდება, უნდა დარეგისტრირდეს ერთიან რეესტრში და მას მიენიჭება უცხოური გავლენის სტატუსი, რაც საქართველოში არსებული გარდამავალი დემოკრატიის პირობებში უარყოფითად აისახება ორგანიზაციების საქმიანობაზე.

კანონი გამოყენებული იქნება ორგანიზაციების დისკრედიტაციისთვის. რატომ ვეძახით ამ კანონს
"რუსულს"? რუსეთში უკვე მიღებულია ე.წ "აგენტების კანონი", რომლის მიღებამ გამოიწვია ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის ლიკვიდაცია, მედიის დახურვა. კანონი შეეხო აქტივისტებს, რომლებსაც კრიტიკული აზრი გააჩნდათ, ციხეში ჩასვეს ან ქვეყნიდან წასვლა მოუწიათ.

საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული პროპაგანდისტული "მესიჯი" რომ ეს კანონი არეგულირებს ფინანსების გამჭვირვალობას, მცდარია, რადგან საქართველოს კანონმდებლობა უკვე უზრუნველყოფს ფინანსების გამჭვირვალობას. საგადასახადო კოდექსში, დეკლარაციების შევსებაზე, დონორ ორგანიზაციების მიერ გადმორიცხული თანხები უკვე არის დარეგისტრირებული და ხელისუფლების სხვადასხვა ინსტიტუცია ისედაც იცის თუ რა მიმართულებებით ნაწილდება დაფინანსება.

ნათია გუსეინოვა საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებით მიღებულ გამოცდილებაზე გვიყვება. ორგანიზაცია, რომლის ფარგლებში ნათიამ გაიცნო საქართველო და დიდი გამოცდილება მიიღო კანონის მიღების შემთხვევაში აგენტის სტატუსს მიანიჭებს. ნათია კი როგორც ამ ორგანიზაციის ბენეფიციარი, ნეგატიურ კონტექსტში იქნება მოხსენიებული.
რომ არა განათლების ეს ალტერნატიული გზა, რა შესაძლებლობას მისცემდა ნათია სახელმწიფო?

"#რამივიღედონორისგან - ჩაერთე კამპანიაში და მოყევი შენი ისტორია.
მოგესალმებით!
მოგესალმებით! მე ვარ ნათია.უკვე 1 წელზე მეტია , რაც USAID-ის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ პროგრამის ფარგლებში არსებული მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის აქტიური წევრი ვარ.
საქართველოს მასშტაბით სულ თხუთმეტი ახალგაზრდული ცენტრია , ერთ-ერთი მარნეულშია. ახლა კი , მოგიყვებით ჩემს ისტორიას.
ჯერ კიდევაც მახსოვს ჩემი პირველი დღე , როდესაც გადავდგი პირველი ნაბიჯი . მაშინვე ვიგრძენი ,რომ ვიყავი იქ , სადაც მინდოდა ვყოფილვიყავი . ზუსტად აქ შევძელი გამეგო ახალი შესაძლებლობების შესახებ , ახალი ცოდნა და გამოცდილება მიმეღო.
ტრენინგებით განვითარებული უნარ-ჩვევებით დავიწყე ყველაფერი . ამ გზით კი განვითარდი ,როგორც პიროვნულად ასევე აკადემიურად.
იგივე პროგრამის ფარგლებში, მე მქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო რეგიონთა შორისო გაცვლით პროგრამაში და ამ გზით ვნახე ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ქუთაისი . ეს იყო არაჩვეულებრივი გამოცდილება ,დაუვიწყარი მოგონებებითა და ადამიანებით. დღეს სხვადასხვა პროგრამიდან ,პროექტიდან თუ კონკურსიდან მყავს შეძენილი უამრავი მეგობარი, თითქმის მთელი საქართველოდან . 
გარდა ამისა, ერასმუს პროგრამაში მონაწილეობა შემიძლია ვთქვა, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტია.არ შემიძლია არ აღვნიშნო,ერასმუს + გაცვლითი პროგრამის გავლენა ჩემს ცხოვრებაში, რომლის ფარგლებშიც შევძელი ჩემი კომფორტის ზონიდან გამოსვლა ,მივიღე დაუვიწყარი გამოცდილება , განვავითარე და მივიღე ახალი უნარ-ჩვევები , გავაძლიერე კომუნიკაციის უნარები. აქედან მიღებული გამოცდილება ცხოვრების ყველა ეტაპზე გამომადგება .
ასევე ყველაფრის დასაწყისი და ჩემთვის განსაკუთრებული კლუბია ეკოკლუბი ,,მაი" . შეიძლება ვთქვა ერთ-ერთი იღბლიანი ადამიანი ვარ ,რომ შესაძლებლობა მომეცა გავწევრიანებულ ვიყავი ამ კლუბში და გამეცნო ჩემი ლამრი თიჩერი.
მინდა მოგიწოდოთ, ამ კამპანიაში ჩაერთოთ ყველა ახალგაზრდა, ვისაც მიგიღიათ სარგებელი USAID-ის, ევროკავშირის, ერასმუსის და სხვა დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით საქართველოში მიმიდინარე პროექტებიდან.
გამოიყენე ჰეშთეგი #რამივიღედონორისგან და
მოყევი შენი ისტორია . მე მოვყევი ცოტაოდენი ჩემს ისტორიაზე ,ახლა კი შენი ჯერია - წერს ფეისბუქ გვერდზე ნათია გუსეინოვა


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1