თქვენ ხომ რუსეთში ხართ. რად გინდათ უკრაინული? - ომამდე რუსეთში მცოხრები უკრაინელი ქალის ისტორია
უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ირინა, მისი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, რუსეთში ცხოვრობდნენ. ირინა უკრაინელია და მისი მთელი ოჯახი უკრაინაში ცხოვრობდა. 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემგომ ირინამ რუსეთის დატოვება გადაწყვიტა - „ჩემთვის ომი დაიწყო იმით, რომ ჩემთან კი არა, ჩემს ახლობლებთან დაიწყო აფეთქებები და არ ვიცოდი, ისინი როგორ იყვნენ“.

ირინა იხსენებს რუსეთში ცხოვრების
წლებს, უკრინელების მიმართ რუსების დამოკიდებულებას, ომის დაწყების პერიოდს და გზას საქართველომდე.

გზა რუსეთიდან საქართველომდე


მე სწორედ ის პერსონაჟი ვარ, რომელიც რუსეთიდან ჩამოვიდა. როცა ომი დაიწყო, რუსეთში ვცხოვრობდი. ამიტომ არ არის დამატებითი ახსნა საჭირო, რატომ ჩამოვედი სწორედ საქართველოში. საქართველოში ჩამოვედი, იმიტომ რომ აქ ჩამოსვლა მოსახერხებელი იყო. და კიდევ, საქართველო ძალიან ახლოს არის ჩვენთან თავისი სულისკვეთებით. ჩემთვის საქართველო მეორე სახლი გახდა. როცა რუსეთში ვცხოვრობდი, მოწყვეტილი ვიყავი ჩვენს კულტურას. მთელი ჩემი სანათესავო უკრაინაში ცხოვრობდა, დედაჩემს 5 დედმამიშვილი ჰყავს. ანუ მთელი ნათესაობა დედის და მამის მხრიდან უკრაინაში ცხოვრობდა, ჩვენ კი - რუსეთში.
როცა ომი დაიწყო, ჩემთვის ეს შოკი იყო. ყველა ნათესავს გადავურეკე. ბევრი ახლობელი მყავს კიევის, ჩერნიჰივის ოლქებში. იწყებ რეკვას და ზოგს უკავშირდება, ზოგს ვერა... ჩემთვის ომი დაიწყო იმით, რომ ჩემთან კი არა, ჩემს ახლობლებთან დაიწყო აფეთქებები და არ ვიცოდი, ისინი როგორ იყვნენ. დღისით ყველასთან დავრეკე, მერე საღამოს დავურეკე ყველას. ამ დღეს დავჯექი და გავაკეთე ის, რისი გაკეთებაც შემეძლო. დავიწყეთ ნივთების ჩალაგება, რადგან არ გვინდოდა იმ ქვეყანაში დარჩენა, რომელიც აგრესორია და რომელიც აგრძელებს უკრაინის დაბომბვას. ვაპირებდით ჩვენი სახლის, ყველაფრის ღამე მთელი ოჯახისთვის ვიყიდე ბილეთები, სულ ხუთნი ვართ. თავიდან სომხეთში ვაპირებდით წასვლას, იმიტომ რომ იქ შეიძლებოდა საერთაშორისო პასპორტის გარეშე ჩასვლა. იმ მომენტში ჩვენი პასპორტები ვადაგასული იყო. ვიყიდე ბილეთები და მომდევნო დილას ქმარმა მითხრა, მოდი დავამზადოთ პასპორტები და სომხეთში კი არ წავიდეთო... რადგან იმ დროს ასეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ სომხეთი რუსეთს უჭერდა მხარს, და ჩვენ „დავრჩებოდით“ რუსეთში. ანუ იქ წასვლით ჩვენ ვერ წავიდოდით იქ, საიდანაც შევძლებდით ახლობლებს დავხმარებოდით. რუსეთიდან ვერც გადარიცხვებს ვახორციელებდით და ვერანაირად ვერ ვეხმარებოდით ახლობლებს. ქმარმა მითხრა, თუ სომხეთში წავალთ, რას ფიქრობ, ისევ რუსეთში ხომ არ დავრჩებითო და ვერ შევძლებთ ახლობლების დახმარებასო. კიდევ ორი თვე დავრჩით, დავამზადეთ საბუთები. მადლობა ღმერთს, გამოგვივიდა ეს და შემდეგ ჩამოვედით საქართველოში.


საქართველოში ნაპოვნი უკრაინა


ჩემთვის საქართველო ის ქვეყანაა, რომელმაც აღმომაჩენინა უკრაინა. იმიტომ რომ აქ, ამ არაჩვეულებრივი ადამიანების წყალობით, რომლებიც გავიცანი, უკეთ შევიგრძენი ჩემი ქვეყანა, ჩემი ფესვები. ძალიან ბევრს ვსაუბრობთ აქ ჩვენს ისტორიაზე, ლიტერატურაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე. ეს ჩემთვის სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას ჰგავს. მითუმეტეს მას შემდეგ, სადაც ვცხოვრობდი, როგორ პროპაგანდას გვახვევდნენ გამუდმებით თავს, ვცდილობდი ჩემი შვილი დამეცვა ამისგან. გვქონდა სახლში უკრაინული ლიტერატურა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ჩვენს სახლში. აქ კი შეგვიძლია უკრაინულ სკოლაში ვიაროთ. იმის წყალობით, რომ საქართველომ უკრაინული სექტორი გახსნა, ორ სკოლაშია - 41-ში და 220-ში, ახლა ჩემს შვილს შეუძლია უკრაინულენოვან წრეებზე იაროს. მე შესაძლებლობა მაქვს თანამოაზრეების წრეში ვიყო, ადამიანებთან, რომლებიც ჩემს აზრს იზიარებენ.

რუსეთში ცხოვრება და დამამცირებელი დამოკიდებულება


ბებიაჩემი საბჭოთა პერიოდში ციმბირში გადაასახლეს. ისინი ტერნოპილის ოლქში ცხოვრობდნენ, მათ სახლი წაართვეს, რეპრესირებულები არიან. ჩემი დიდი ბაბუა დახვრიტეს, დიდი ბებია ბავშვებთან ერთად ციმბირში გადაასახლეს, სადაც ისინი მიწურში ცხოვრობდნენ და მაღაროში მუშაობდნენ. ბებიაჩემი სულ ამბობდა: რუსი გერმანელზე უარესიაო. არ შეიძლება რუსის გჯეროდეს. რასაც რუსები ამბობენ, არ უნდა დაიჯეროო.
რამდენი წელი გავიდა, რაც იქ ვცხოვრობდით, მაგრამ მე უკრაინა მიყვარდა, უკრაინულად ვსაუბრობდით სახლში, უკრაინული წიგნები გვქონდა სახლში და ასე ვასწავლიდი ჩემს შვილს. მაგრამ ვხედავდი იმპერიულ დამოკიდებულებას ყველაფრის მიმართ, რაც რუსული არ არის. ესე გვეუბნებოდნენ: „ჩვენ ყველას მიმართ კარგი დამოკიდებულება გვაქვს, ყველა გვიყვარს, მაგრამ შენ ხახლუშკა ხარ“. „შენ რუსი არ ხარ?“ - ამბობდნენ, როცა ჩემი შვილი უკრაინულად ამბობდა სიტყვებს. ჩვენ სახლში უკრაინულად ვლაპარაკობდით, გარეთ რუსულად. ისინი ამბობდნენ: „ეს რა სიტყვა თქვა? ეს რაღაც ხახლური სიტყვაა?“ მე ვპასუხობდი: „ჩემი შვილი უკრაინულად საუბრობს“. ისინი მეუბნებოდნენ: „რატომ? თქვენ ხომ რუსეთში ხართ. რად გინდათ უკრაინული?“ დედაჩემს ეუბნებოდნენ,: „შენ რუსი არ ხარ? ის პასუხობდა: „არ ვარ რუსი, უკრაინელი ვარ“. ისინი პასუხობდნენ: „ა, უკრაინელი...“ ისეთი დამოკიდებულება ჰქონდათ, როგორც ძაღლის მიმართ - ჩვენ გვიყვარხარ, მაგრამ შენ ძაღლი ხარ, ჩვენ კი სახლის პატრონი. ეს არ იყო თანასწორი დამოკიდებულება, ეს იყო პატრონის დამოკიდებულება თავისი ძაღლის მიმართ. „შენ ვიშივანკა გაცვია, ლამაზ სიმღერებს მღერი, მაგრამ ჩვენ მაინც გჯობივართ“.

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები