სიახლე
აბაზოვის და ივანიშვილის გინებისთვის „ენმ“-ს წევრს საკუთარი შარდით სახე დააბანიეს
მარნეულის მერი თემურ აბაზოვი ამბობს, რომ ივანიშვილის და მისი ოჯახის მიმართ გინების ამსახველი ვიდეოს შესახებ არაფერი იცის.
ვიდეოს გამოქვეყნებას ათასობით ნახვა და საკმაოდ ბევრი გაზიარებაც ჰქონდა, მიუხედავად ამისა, თემურ აბაზოვი იძახის, რომ პირველად ჩვენგან გაიგო ინფორმაცია, რომ მისი ოჯახის მისამართით მარნეულელმა მოქალაემ შეიგინა, რომელიც მარნეულის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვაზე წაიყვანეს. აბაზოვმა თქვა, რომ თუ საქმე მარნეულის პოლიციას აქვს მისთვის ამის გაგება ძნელი არ იქნება, რადგან თავედვე ამბობს, რომ პოლიციასთან ხშირი ურთიერთობა აქვს.



თემურ აბაზოვისა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს მარნეულელმა მოქალაქემ, ელჩინ ალახვერდიევმა შეაგინა, რომელიც თბილისში რუსთაველზე გამართულ ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციას ესწრებოდა და ფეისბუქ ლაივის მეშვეობით ეთერში გადიოდა. სოციალურ ქსელში ვიდეო, სადაც ალახვერდიევი იგინება 11 ივნისს გავრცელდა.



ალახვერდიევის გინების შემდეგ გავრცელდა მოკლე ვიდო, სადაც ჩანს თუ როგორ ისმევს ის სახეზე სითხეს, რომელიც მისივე შარდია.



11 ივნისს კიდევ ერთი ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ალახვერდიევს ბოდიში მოახდევინეს.  სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით მარნეულის მერი ვიდოს გადაღების პრცესს ესწრებოდა, თუმცა ამას აბაზოვი უარყოფს.



რადიო „მარნეული“ 12 ივნიის, შუადღის საათებში ალახვერდიევის სხლში იმყოფებოდა, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა ის დაკითხვაზე წაიყვანეს. უკავშირდება თუ არა გავრცელებულ ვიდეოს მისი განყოფილებაში გადაყვანა არ დაგვიდასტურა.

როგორც რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ალახვერდიევი განყოფილებაში ერთ-ერთ საქმეზე მოწმის სახით არის დაბარებული, თუმცა კონკრეტულად რომელზე ამას ჯერ არ გვიდასტურებენ.


რადიო "მარნეული"
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია