სიახლე
„სალამ, ჩვენ მოვედით!“ - საქართველოს აზერბაიჯანელი ახალგაზრდები
საქართველოს აზებაიჯანელმა ახალგაზრდებმა გარდაბნელი გეოგრაფიის მასწავლებლის მხარდასაჭერად ვიდეო მიმართვა ჩაწერეს.

„სალამ, ჩვენ მოვედით!“ - ასე იწყება ახალგაზრდების მიმართვა, რომლებიც მათივე თემში არსებული პრობლემების გასაჯაროების, ნაადრევი ქორწინებისა და გოგოების ძალით გატაცების გასაპროტესტებლად მოდიან.

„მოვდივართ, რათა გავაჟღეროთ ჩვენი თემისა და საზოგადოების საკითხები! მოვდივართ, რათა ვიბრძოლოთ უსამართლობის წინააღმდეგ! მოვდივართ, რათა გავაპროტესტოთ გოგონების ძალით მოტაცება და ნაადრევი ქორწინება! მოვედით, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს მასწავლებლებს, ექიმებს, მეცნიერებს, ინჟინრებს! მოვედით, რათა დავიცვათ ჩვენი კულტურა და ისტორია! ჰამიდ, შენ მარტო არ ხარ... ნუ ეხები მასწავლებელს, სათქმელი თუ გაქვს, მე მითხარი. მე ჰამიდი ვარ... ჩვენც ჰამიდი ვართ!“ - მიმართავენ მოსახლეობას ახალგაზრდა აქტივისტები




13 ოქტომბერს გარდაბნელ გეოგრაფიის მასწავლებელს საჯაროდ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მასწავლებელმა ერთ-ერთი კურსდამთავრებულის ცოლად შერთვის მიზნით გატაცება გააპროტესტა და გოგონას მამას შვილისათვის მიცემული განათლების გაგრძელების პირობა შეახსენა, სოფლის მოსახლეობამ ის საჯაროდ გააკრიტიკა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საჯარო ბულინგის ამსახველი ვიდეომასალა სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა გადაიღო და გეოგრაფიის მასწავლებლის დისკრედიტაციის მიზნით სოციალურ ქსელში ატვირთა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მოითხოვს მოსახლეობა მასწავლებლისაგან საჯარო ბოდიშს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გეოგრაფიის მასწავლებლის მიმართ იძულების ფაქტზე გამოძიება სქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო.

რადიო "მარნეული"

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია