კორონავირუსის საფრთხით შეშინებული სადახლოს მოსახლეობა სამედიცინო ნიღაბს ვერ შოულობს
კორონავირუსის საფრთხით შეშინებული სადახლოს მოსახლეობა სამედიცინო ნიღაბს ვერ შოულობს

სადახლოს მცხოვრებლები სოფელში მდებარე აფთიაქებში სამედიცინო ნიღაბს ვერ შოულობენ მათი თქმით, აქამდე უპრობლემოდ შეეძლოთ ყიდვა, თუმცა რამდენიმე დღეა სამედიცინო ნიღბებს ვეღარ ყიდულობენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ნიღბების შეძენა ერთგვარი თავდაცვის საშუალეებაა მათთვის, ვინაიდან, მეზობელ ქვეყნაში ირანში უვე გავრცელდა კორონავირუსი და რისკს თავადაც ხედავენ.

სადახლოში სულ 5 აფთიაქია და ამით მიმდებარე სოფლები ხულდარას, მოლაოღლის და ცოფის მოსახლეობაც სარგებლობს.

შეგახსენებთ, რომ ირანში კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველომ უკვე შეაჩერა ირანთან ფრენები.

მასალის ავტორი:აისუნ შაფარაევა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები