კორონავირუსის გამო მარნეულში 3 და 8 მარტს დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა
კორონავირუსის გამო, მარნეულში 3 და 8 მარტს დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებები გაუქმდა. აღნიშნული გადაცწყვეტილება მარნეულის მუნიციპალიტეტმა სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით უკვე დამუშავდა.



„დეზინფიცირება ასევე ჩაუტარდათ მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს და ეტაპობრივად მიმდინარეობს საჯარო სკოლის შენობებში.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი პ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
, სადეზინფექციო სამუშაოებს ეტაპობრივად ატარებს და ყველა აუცილებელ ლოკაციას მოიცავს“
- წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით დროებით შეიზღუდა მკითხველთა მიღება მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში.

„მკითხველთა მომსახურების პროცესი დროებით შეწყდება, მიმდინარე წლის 2 მარტიდან 16 მარტამდე. ამ პერიოდში ჩატარდება სადენზიფექციო სამუშაოები: დამუშავდება წიგნები ,ოთახები და ინვენტარი“ - წერია ბიბლიოთეკის „ფეისბუკ“ გვერდზე

აღსანიშნავია, რომ სწავლა რამდენიმე კვირით უკვე შეწყდა სკოლებსა და ბაღებში. საქართველოში ახალი კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

რადიო "მარნეული"
თეა დავაძე
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები