მარნეულის რესურსცენტრის ინფორმაციით, სადენზინფექციო სამუშაოები ყველა სკოლას ჩაუტარდა
მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, მარნეულში არსებულ 74-ივე საჯარო სკოლას სადენზინფექციო სამუშაოები უკვე ჩაუტარდა. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას რესურსცენტრის დირექტორმა ქენან ომაროვმა თქვა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, გარდა საჯარო სკოლებისა, სადენზინფექციო სამუშაოები ჩატარდა კერძო სკოლებშიც.

„საკუთარი სახსრებით უკვე ყველა სკოლაშია ჩატარებული სადენზინფექციო სამუშაოები. სკოლის დირექციამ სკოლის სახსრებით შეიძინა სადენზინფექციო საშუალებები და სამუშაოები ჩაატარა“ – თქვა ქენან ომაროვმა.

ომაროვი ამბობს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, 16 მარტს განახლდება, ყოველშემთხვევაში რაიმე ცვლილება თარიღთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღიათ.

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველში 26 თებერვალს დადასტურდა დღევანდელი დღის მონაცემებით კი უკვე 9 დადასტურებული შემთხვევაა.
კორონავირუსის გამო შეჩერებულია სასწავლო პროცესი სკოლებსა და სააღმზრდელო დაწესებულებებში.

ფოტო: საიმერლოს საჯარო სკოლა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები