საქართველოში მოქმედ მეჩეთებში რელიგიური რიტუალების ჩატარება შესაძლოა შეიზღუდოს

საქართველოში მოქმედ მეჩეთებში რელიგიური რიტუალების ჩატარება შესაძლოა შეიზღუდოს


„კორონავირუსის პრევენციისთვის რელიგიურ რიტუალებთან დაკავშირებით ჯერ არანირი დავალება არ მიგვიღია“, - ამის შესახებ რადიო მარნულთან საუბრისას სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა, ჰაჯი რამინ იგიდოვმა თქვა.

ამბობს, რომ თუ შესაბამისი ორგანოების მხრიდან რელიგიური რიტუალების და ღონისძიებების ჩატარებაზე რეკომენდაციას მიიღებენ, ამ შემთხვევაში გარკვეული დროით რიტუალებს შეაჩერებენ.

„თუ დავალებას მოგვცემენ რომ რელიგიური რიტუალები და ღონისძიებები, ძირითადად კი პარასკევის ლოცვის ჩატარება შეიზღუდოს, მაშინ ჩვენც საქართველოში მოქმედი ყველა მეჩეთის ახუნდებს ამის შესახებ მივაწვდით ინფორმაციას“

შეიხის თქმით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის მეჩეთებში დეზინფექციის სამუშაოების ჩატარებაზე ახუნდებს რეკომენდაცია მისცეს.

სადენზინფექციო სამუშაოების სისტემატიურად ჩატარებას ვგეგმავთ. ახუნდებს რეკომენდაციები მივეცით, რომ იმ მეჩეთებში, სადაც ბევრი ხალხი იკრიბება, დეზინფექცია ჩაატარონ“

საქართველოში კორონავირუსის 25 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები