მარნეულში თვითიზოლაციის წესი სამმა ადამიანმა დაარღვია
მარნეულის მუნიციპალიტეტიდან კორონა ვირუსის პრევენციისათვის თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო კარანტინში სამი ადამიანი გადაიყვანეს. მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ თვითიზოლაციის წესის დარმრღვევი მოქალაქეები გასული კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს გამოვლინდნენ.

„პირველად მე მივედი ყველასთან და ვუთხარი და ჩავაბარე ის წესები რაც უნდა დაეცვათ. სხვათა შორის, აზერბაიჯანულ ენაზეც ჩავაბარეთ ეს წესები. შემდეგ, ვურეკავდით. მთელი მარნეულის მასშტაბით ძაან რთულია და წარმოუდგენელია, რომ ყოველდღიურად მივსულიყავით, ვურეკავდით და გვეუბნებოდნენ, რომ კარგად იყვნენ“ - გვითხრა ეთერ ლაფერაძემ

მარნეულის მასშტაბით სულ 12 თვითიზოლაციაში მყოფი პირი იმყოფებოდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, შაბათს, 14 მარტს, თვითიზოლაციაში კიდევ ორი ადამიანი გადავიდა. რამდენიმე ადამიანს თვითიზოლაციის ორ კვირიანი ვადა გაუვიდა და დღეს, 16 მარტს, შესაბამისი შემოწმების გავლის შემდგომ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მიიღებს გადაწყვეტილებას შეწყვეტენ თუ არა ისინი თვითიზოლაციას.

რადიო „მარნეული“
ვლადიმერ ჩხიტუნიძე

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები