ურთიერთშელაპარაკება მოსახლეობასა და პოლიციას შორის - გარდაბანი
რდიო მრნეუულმა დღეს, დაახლოებით 14:00 სათზე გაავრცელა კადრები, რომელიც წყარომ მოგვაწოდა და აღნიშნა რომ ვიდეო მარნეულში იყო გადაღებული.
კადრში ვერ ხდება იდენტიფიცირება ადგილის, თუმცა შესაძლოა, მარნეულიც ყოფილიყო. ვიცით, რომ მარნეულში გადადგილებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესდა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს მოსახლეობისა და პოლიციის ურთიერთშელაპარაკება. გაირკვა, რომ გავრცელებული კდრები არა მარნეულში, არამედ გარდაბანშია გადაღებული. როგორც რადიო მარნეულს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, სამართალდამცველები მოსახლეობს საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული ნორმების დაცვისკენ მოუწოდებდნენ.




შეგახსენებთ, რომ დღეს, 23 მარტს, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მარნეულის და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდეს. მუნიციპალიტეტების საზღვრები ჩაკეტილია და შეზღუდულია მოქალაქეთა გადაადგილება.
მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში გარკვეული შეზღუდვები დაწესდა:

• "დღეიდან, იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა. იხურება ყველა ობიექტი.
• ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
• მუნიციპალიტეტების ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მაცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად.
• მედიკოსების მიერ მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად მარნეულის და ბოლნისის მოქალაქეები შეძლებენ მივცეთ საშუალება, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების.
რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები