„სალამმა“ Whatsapp-ის მეშვეობით კორონავიირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება დაიწყო
პლატფორმა „სალამმა“ Whatsapp-ის მეშვეობით კორონავიირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება დაიწყო. „სალამის“ წევრებს სურთ, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგონებში მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული მოსახლეობა კორონავირუსთან დაკავშირებით.

„გავითვალისწინეთ ის გარემოება, რომ საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობა, კერძოდ საშუალო ასაკის ადამიანები ინფორმაციის გადაცემისათვის Whatsapp-ის პლატფორმას იყენებს. ამიტომაც, კორონავირუსის და მასტან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციების გადაცემის ეფექტურობა რომ უზრუნველვყოთ, პლატფორმა #სალამ-ში გადავწყვიტეთ, რომ გაგვეხსნა Whatsapp ჯგუფები, სადაც დროთა განმავლობაში დავპოსტავთ აუდიო, ვიდეო, წერით და ილუსტრაციულ მასალებს. აქვე მივამართავთ თხოვნით, რომ ისინიც ტელეფონის ბლოკნოტში არსებულ ნომრებს, მეგობრებს, ახლობლებსა და ნათესავებს გაუგზავნონ იგივე მასალები. ამით ჩვენ ერთად უფრო მეტ ადამიანს ინფორმაციას მივაწვდით. დაიმახსოვრეთ, ჩვენ ერთად დავამარცხებთ კორონას!“ , - წერს „სალამი“

სალამის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ელნურ ალიევმა თქვა, რომ ჯგუფში გაწევრიანება თავისუფალია. უკვე 16-მდე მოხალისე ჰყავთ, რომლებიც ინნფორმაციას სისტემატურად ავრცელებენ კორონა ვირუსის შესახებ.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები