რა საკარანტინო წესების დარღვევისთვის დაგვაჯარიმებს პოლიცია
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარში პოლიციამ ერთ დღეში სამი პირი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 3000 ლარით დააჯარიმა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ, თუ რა სახის და რამდენი სამართალდარღვევის ფაქტი დაფიქსირდა მარნეულში ამ ეტაპზე. გთავაზობთ ჩამონათვალს, რა შემთხვევაში დაგაჯარიმებთ პოლიცია.
თუ მოქალაქე არ გადაადგილდება:

• საკვები პროდუქტების შეძენის მიზნით
• პრეპარატის შეძენის მიზნით
• ექიმთან ვიზიტის მიზნით
• ცხოველის საკვების შეძენის მიზნით,
• სასოფლო სამეურნეო სამუშაოების ჩატარების მიზნით.


ასეთ შემთხვევებში შესაძლოა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ფიზიკური პირი 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით დააჯარიმოს. იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას სამ წლამდე ვადით. ასევე მთავრობის დადგენილების 181-ე მუხლის მიხედვით, აკრძალულია საჯარო სივრცეებში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება, აკრძალულია სოციალური ღონისძიებები , რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან. ეს შეიძლება იყო ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი სახის ღონიძიებები.

საქართველოს მასშტაბით, 29 მარტის ბოლო 24 საათის მონაცემებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა. 96 მოქალაქე დაჯარიმდა საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო. 3 იურიდიული, ხოლო 8 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანის ფაქტზე დაჯარიმდა 5 პირი. იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევაზე კი 13 პირი.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა. მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული:

• შეზღუდულია მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა.
• ხელმისაწვდომია მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
• მხოლოდ მედიკოსების მიერ მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად შეძლებენ მარნეულის და ბოლნისის მოქალაქეები სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებას.

ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული.

თეა დავაძე
რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
თეგები: covid-19
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345