კორონავირუსით დაავადებული 79 წლის მარნეულელის მდგომარეობა სტაბილურია
31 მარტს მარნეულიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი 79 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ქალი კლინიკაში მწვავე რესპირატორული გართულებებით შევიდა.

„ეს ქალბატონი კლინიკაში შემოვიდა პნევმოთორაქსით. ჩატარდა ყველა ღონსძიება, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია გენმოდინამიკა აღდგენილია და იმყოფება რეანიმატოლოგებისა და ინფექციონირების მეთვალყურეობის ქვეშ“ - განაცხადა ლევან რატიანმა

31 მარტს მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში კორონავირუსი ორ პაციენტს დაუდგინდა. „ჯეო ჰოსპიტალის“ დირექტორმა ტატა შენგელაიამ რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ კორონავირუსზე პაციენტების ტესტირების დადებითი პასუხი საავადმყოფოში დაახლოებით 11:00 საათისათვის მიიღეს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები