თერმოსკრინინგის პირველი ეტაპი 105 000-მა მარნეულელმა გაიარა - ზაურ დარგალი
მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის მიზნით თერმოსკრინინგის პირველი დასრულდა. ინფორმაციას პირად ფეისბუქ გვერდზე მარნეულის მერი ზაურ დარგალი აქვეყნებს.

მარნეულის მერის განმარტებით, თერმოსკრინინგი 105 000 მარნეულელს ჩაუტარდა.

"თერმოსკრინინგი მოსახლეობაში, მედიკოსებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტების ჩართულობით ხოციელდებოდა.

თერმოსკრინინგის ფარგლებში, ექიმები მოქალაქეების ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასებას ახდენენ, რომლის შედეგადაც 55 მოქალაქეს დაუფიქსირდა ტემპერატურა, ხოლო 15-მდე მოქალაქე გადაყვანილი იქნა საველე ჰოსპიტალში"
- წერს მარნეულის მერი

ზაურ დარგალი აცხადებს, რომ თერმოსკრინინგის მეორე ეტაპი მუნიციპალიტეტში მომდევნო კვირიდან დაიწყება.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები