სიახლე
საქართველოში კორონავირუსით პირველი გარდაცვლილი მარნეული-ბოლნისის კლასტერს ეკუთვნოდა
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ თსსუ-სპირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელიც მარნეულის ბოლნისის  კლასტერიდან იყო.

ლევან რატიანის თქმით, აპაციენტი კლინიკაში დღეს, 9 საათზე გარდაიცვალა.

"ქალბატონი იყო მძიმე თანმხლები დაავადებებით. თანმხლებ დაავადებებს წარმოადგენს გულის უკმარისობა, მეოთხე კლინიკური ჯგუფი. იყო თანნდართული კახექსია, არტერიული ჰიპერტენზია, თანდართული მკვეთრი წონის დეფიციტი" - თქვა ლევან რატიანმა

79 წლის ქალი საუნივერსიტეტ კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს. 

საქართველოში კორონავირუსი 156 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 28 უკვე გამოჯანმრთელდა.

თეგები: covid-19
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია