25 წლის ბიჭს რომელიც ოპერაციის გასაკეთებლად თბილისში ვერ მიდიოდა იურისტი ალი ბადიროვი დაეხმარა
24 აპრილს რადიო „მარნეულის“ მიერ მომზადებული მასალის, „25 წლის მარნეულელი ბიჭი ოპერაციის გასაკეთებლად თბილისში ვერ მიდის“,შემდგომ ფერიდ აბასოვმა საავადმყოფოში წასვლა მოახერხა.

იურისტი ალი ბადიროვი ამბობს, რომ რადიო „მარნეულის“ სტატიის წაკითხვის შემდგომ ფერიდ აბასოვს დაუკავშირდა და პრობლემის მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა.

„დიახ, მე ფერიდ აბასოვის პრობლემის შესახებ გავიგე. რადიო „მარნეულში“ გაშუქებული ამბავი რომ წავიკითხე გამიკვირდა, თან გამეხარდა რომ იფნორმაცია მივიღე. მე ფერდის და მის კლინიკას დავუკავშირდი, მოვითხოვე რომ ნებართვა მისცენ. ცნობის მიღების შემდეგ ფერიდს გავუგზავნე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წესების დაცვით, ონლაინ გავაკეთე“ - გვითხრა ალი ბადიროვმა

საავადმყოფოდან ცნობის მიღების შემდგომ ფერიდი თბილისში წასასვლელად გაემზადა, მაგრამ პოლიციამ მარნეულის დატოვებაზე უარი უთხრა და განახლებული ცნობის წარდგენა მოსთხოვა. ალი ბადიროვმა პოლიციის ეს თხოვნაც გაითვალიწსინა და საავადმყოფოს დაუკავშირდა, ახალი ცნობა გაამზადეს.




„მე დაავადებასთან დაკავშირებით ძალიან შეწუხებული ვიყავი. მივმართე და ყველგან უარი მითხრეს. იმედი სულ დაკარგული მქონდა. ალი ბადიროვმა რომ გაიგო ეს ამბავი კარგია, მისი მეშვეობით მე მკურნალობას ვაგრძელებ“ - აცხადებს ფერიდ აბასოვი

ფერიდმა მუცლის ღრუს არეში დაზიანება სიმინდის დაფქვის დროს მიიღო. თავდაპირველად თბვილისში „არამიანცის“ საავადმყოში გადაიყვანეს და იქ გაუკეთეს ოპერაცია. პირველი ოპერაციის შემდეგ ფერიდს პლასტიკური ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ თბილისში „ავერსის“ კლინიკაში ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ როგორც ამბობს, უშედეგოდ.

საქართველოს მთავრობამ მარნუელის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტს გამოაცხადა. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.

ავტორი: იდრის რუსტამოვი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები