კორონავირუსი: მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალსიდან" გაგზავნილი ტესტების პასუხი უარყოფითია
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალიდან“ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ხუთი ტესტის პასუხი უარყოფითია.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ განაცხადა, რომ კორონავირუსზე ტესტირებები ლაბორატორიაში 6 მაისს გააგზავნეს.

7 მაისის 15:00 საათის მონაცემებით, კლინიკაში კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით ხუთი პაციენტია შეყვანილი. მათ ტესტებს ლუგარის ლაბორატორიაში დღის ბოლოს გააგზავნიან. პასუხები ხვალ, 8 მაისს, გახდება ცნობილი.

6 მაისს მარნეულში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება ჩატარდა. ანალიზები სულ 303 მოქალაქეს აუღეს.

როგორც მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა რადიო „მარნეულთან“ თქვა, მათ შორის იყვნენ მარნეულის მერიის თანამშრომლები და კერძო სექტორის წარმომადგენლები. კოროანვრუსზე ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

„გუშინ დავიწყეთ ბიოლოგიურო მასალის კველევა პისიარ ტესტირება. გამოკველული იქნებიან პირები, რომლებიც მოსახლეობასთან ყოველდღიურ ურთიერთობაში იმყოფებიან“ - თქვა ზაურ დარგალმა

მარნეულში, PCR ტესტირებას, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტროს წარმომადგენლები ატარებენ. როგორც ზაურ დარგალმა თქვა, ტესტირება სხვადასხვა ლოკაციაზე ხორციელდება. ტესტირებები მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად ჩატარდება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები