მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ კორონავირუსი არც ერთ პაციენტს არ დაუდასტურდა
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსიდან“ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 5 ტესტის პასუხი უარყოფითია.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ თქვა, რომ კორონავირუსზე ტესტირება კლინიკის პაციენტებს 7 მაისს ჩაუტარდა.

კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა „ჯეო ჰოსპიტალსის“ 15 ექიმს. ტატა შენგელაიას განმარტებით არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დადასტურებია.

მარნეულის მუნიციპალიტეტი 23 მარტს ჩაიკეტა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და მაშინ ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. მარნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები