რაზეა დამოკიდებული მარნეულში საჯარო ტრანსპორტის აღდგენა
ჯერჯერობიც უცნობია როდის აღდგება მარნეულის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. რადიო „მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში მარნეულის მერი, ზაურ დარგალი ამბობს, რომ საჯარო ტრანპორტისთვის სამუშაო გრაფიკის განახლება ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

„საკოორდინაციო საბჭოში როდესაც მიიღება გადაწყვეტილება, რომ ქალაქებში აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჩვენთანაც, როგრც მთელ საქართველოში დაიწყება ეს პროცესი. რეკომენდაციები საერთოა ყველა რეგიონისთვის და ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ შემუშავებულ რეკომენდაციებსაც ამ მიმართულებით“ - თქვა ზაურ დარგალმა

აღსანიშნავია, რომ 24 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა. გეგმა 6 ეტაპისგან შედგება და სხვადასხვა ობიექტის ეტაპობრივად გახსნას გულისხმობს. მათ შორის არ მოხვედრილა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გიორიგ გახარიას თქმით, ეს სფერო პირდაპირაა დაკავშირებული ეპიდემიის გეოგრაფიასა და გავრცელების სისწრაფესთან და რომელიმე ეტაპისთვის მათი მიბმა სუბიექტური იქნებოდა.

მარნეულში ყველა სახის საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა 17 მარტს შეწყდა. მარნეულის მუნიციპალიტეტი 23 მარტს ჩაიკეტა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და მაშინ ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. მარნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო.

18 მაისიდან მარნეული გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია, 7 მაისს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები