საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრი დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადადის

საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრი დისტანციური განათლების რეჟიმზე გადადის. საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრი ერთი წელია რაც მარნეულში ფუნქციონირებს. ცენტრმა კორონავირუსის გამო დროებით შეაჩერა მუშაობა. 200-მდე ახალგაზრდა სარგებლობს მათი სასწავლო კურსებით. საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრში მომუშავე მასწავლებლებმა და აღმასრულებელმა დირექტორმა აიგულ ისაევამ გადაწყვიტეს, რომ აბიტურიენტებისთვის ონალინ რეჟიმში ჩაეტარებინათ გაკვეთილები.

„ბავშვებს დავუკავშირდით და თქვეს რომ უმეტესობა მოახერხებს ონლაინ ჩართვას. გაკვეთილები ზუმის პროგრამის მეშვეობით ჩატარდება. აბიტურიენტების მხარდასაჭერად ჯერჯერობით უნარები და მათემატიკური ნაწილი ჩატარდება ონლაინ რეჟიმში“-აიგულ ისაევა აცხადებს.

გაკვეთილები კვირაში 3 დღე , 3 ჯგუფად 16:00 საათიდან 19:00 საათამდე ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. თითო ჯგუფში მასწავლებელი 1 საათის განმავლობაში იმუშავებს.
ავტორი: ჯესურ ჰაჯიევი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები