ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ იქნება მარნეულის მაჟორიტარი კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“
საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლეობით ხუთი თვეა დარჩენილი. მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ თამაზ ნავერიანმა ჯერჯერობით კვლავ არ იცის თუ ვინ იქნება მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატი.

„არ არის ჯერ ეს გადაწყვეტილება მიღებული და ჯერჯერობით საუბარიც არავიზე არაა. ახლო მომავალში იქნება. დაველოდოთ, ნუ გავასწრებთ მოვლენებს“ - განაცხადა მან

რადიო „მარნეულის“ კითხვაზე, აპირებს თუ არა მაჟორიტარი კანდიდატის როლზე საკუთარი თავის ლობირებას ნავერიანმა განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია თუ როგორი იქნება გუნდის პოზიცია და ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით.

„ვანხოთ როგორი იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით დამოკიდებულება ყველა იმ ადამიანის ვისაც ხელეწიფება გადაწყვეტილების მიღება და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. მე ეს შემიძლია გითხრათ“ - გვითხრა თამაზ ნავერიანმა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული წესით, მაგრამ მაჟორიტარი და პროპორციული დეპუტატების შეცვლილი რაოდენობით ჩატარდება.

120/30-ზე, ოპოზიციური და მმართველი პარტიის შეთანხმებით, ასე გადანაწილდა პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატთა რაოდენობა.

2016 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიხედვით მარნეული ორ მაჟორიტარულ ოლქად იყო დაყოფილი. ახალი სისტემით კი მარნეულში მხოლოდ ერთი მაჟორიტარული ოლქი იქნება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები