სიახლე
N1 და N2 მარშუტკების დირექტორი თვითნებურად გაზრდილი ფასების გამო მძღოლების დასჯას აპირებს
მარნეულში N1 და N2 სამარშრუტო ტაქსებმა მგზავრობა სოფლების მიმართულებითაც გააძვირეს. ამავე კომპანიის დირექტორი, იური სამხარაძე მოსახლეობას რადიო მარნეულთან მიცემულ ინტერვიუში 28 ივნისს დაჰპირდა, რომ მგზავრობა მხოლოდ ქალაქ მარნეულში, 10 თეთრით გაძვირდებოდა, თუმცა სოფლებიდან მარშუტკებში ასულ მგზავრებს, ახალი ტარიფი დახვდათ.

„დღეს 60 თეთრის გადახდამ მომიწია, როცა აქამდე 50 თეთრს ვიხდიდი, თან ვიცოდით, რომ მგზავრობა არ ძვირდებოდა ჩემი სოფლიდან (საიმერლო). მძღოლს გამოკრულიც კი ჰქონდა ახალი ფასები“ - უთხრა რადიო „მარნეულს“ სოფელ საიმერლოში მცხოვრებმა

როგორც კომპანიის დირექტორი იური სამხარაძე ამბობს, მომატებული ტარიფის შესახებ არაფერი იცის და ამას ვერც იჯერებს.

„არ ვიცი, როგორ მოხდა , მაგრამ ფასები წერია პირდაპირ - 50 თეთრი. ის ათი თეთრი ვინმემ თუ აჩუქა მძღოლს, ეს ჩემი საქმე არ არის. შიგნით აწერია, რომ ღირებულება არის 50 თეთრი ჩვენ არ გაგვიძვირებია. ერთანი ფასია ყველგან - 50თეთრი“

რადიო „მარნეულმა“ გაზრდილი ფასების დამადასტურებელი ფოტო გადაიღო N1 სატრანსპორტო საშუალებაში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავუკავშირდით იური სამხარაძეს, რომელმაც ფაქტი შეიცხადა და გაზრდილი ფასი მძღოლების თვითნებურობას მიაწერა.



„არა რსებობს ვარიანტი, არამგონია რა. რომელ მანქანაზეა საუბარი? იმ მანქანას აუცილებლად დავსჯით. ჩვენი ხელით გავაკარით ფასები. ყველაფერს გავარკვევთ. მე გავაგზავნე უკვე დისპეჩერები მაგ საკითხზე. თუ ვიღაცას 60 თეთრი უწერია, დავსჯით" - თქვა იური სამხარაძემ


იგივე ტარიფი რჩება მუნიციპალიტეტის ბალანსზე მყოფ ავტობუსებში. მარნეულში საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა 29 მაისს აღდა. მგზავრებისთვის პირბადეების ტარება სავალდებულოა. აკრძალულია მგზავრების ფეხზე დგომა, მგზავრთა გადაყვანა სავარძლების რაოდენობაზეა დამოკიებული

მარნეულში ყველა სახის საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა 17 მარტს შეწყდა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია