სიახლე
მარნეულელ ბავშვებს ბავშვთა დაცვის დღეს ონლაინ ღონისძიებით მიულოცავენ
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. მარნეულის მუნიციპალიტეტში ეს დღე პირველად განსხვავებულ გარემოში, ვირტუალურად აღინიშნება. როგორც ჩვენთან საუბარში მარნეულის კულტურის ცენტრის დირექტორი ნატო შავიშვილი ამბობს, მათი ორგანიზებით დღეს, 15:00 საათზე ბავშვებისათვის სახალისო ღონისძიებები გაიმართება. მათი  ნახვა კი „კულტურის ცენტრის“ ფეისბუკ გვერდზე იქნება შესაძლებელი.

„შეზღუდვებიდან გამომდინარე ღია აქტივობა არ იგეგმება, მაგრამ ჩვენს ფეისბუკ გვერდზე ლაივში გავა სპეციალურად მარნეულელი ბავშვებისათვის მომზადებული ჩანაწერი, საინტერესო პერსონაჟებით“ - თქვა ნატო შავიშვილმა

აღსანიშნავია, რომ მარნეულში ბავშვთა დაცვის დღე ყოველწლიურად მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნებოდა. 1950 წლის პირველი ივნისის შემდეგ ამ დღეს მსოფლიოს მასშტაბით მრავალი ქვეყანა აღნიშნავს.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მიზანია შეახსენონს სახელმწიფოს, რომ ის ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია