ლეჟბადინის მოსახლეობამ სარწყავი წყლის მილები საკუთარი ხარჯებით უნდა შეადუღოს
16 ივნისს, სოფელი ლეჟბადინის მცხოვრებლებმა სარწყავი წყლის არარსებობა გააპროტესტეს.
ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია „24news“ - მა გაავრცელა. ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემის თაობაზე ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართეს. 

ქუთლიარის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა ბახტიარ ჰურიანოვმა თქვა, რომ პრობლემის შესახებ მას უკვე აქვს ინფორმაცია. 

"დიახ, იქ სარწყავი წყლის პრობლემა არის. 3-4 დღე ბაიდარში და ქუთლიარში წყალი შევაჩერეთ და ლეჟბადინსა და მუღანლოში გავუშვით. ლეჟბადინში ტუმბოები მუშაობს, მაგრამ პატარა პრობლემა იყო. იქ 6-7 მეტრიანი მილის გაყვანა იყო საჭირო. მელიორაციამ მოტანა მილები და დღეს უნდა გააკეთონ. მუღანლოში წყლის პრობლემა აღარ იქნება. მილები რამდენიმე დღის წინ მოიტანეს“ - ქვა ბახირ ჰურიანოვმა

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მელიორაციის სამსახურის წარმმადგენელმა ალექსანდრე შუკაკიძემ განაცხადა, ლეჟბადინში მოსახლეობას მილების შედუღება საკუთარი სახსრებით მოუწევთ. შუკაკიძის განმარტებით, შეთანხმება სწორედ ასეთი იყო.

გარეკანის ფოტო: "24news"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები