სიახლე
ქვემო ქართლის მასშტაბით ფერმერებზე 5 400 ტონამდე საწვავის ტალონი გაიცა
ქვემო ქართლის მასშტაბით აგრო დიზელის ფასდაკლების ბარათით დღემდე 11 000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა. როგორც რადიო „მარნეულს“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, ამ ეტაპზე, გაცემულია 5 400 ტონამდე აგრო დიზელის ფასდაკლების ბარათი.

მარნეულში აგრო დიზელის ფასდაკლების ბარათების გაცემის ცენტრი 21 მაიისს, კულტურის ცენტრის შენობაში გაიხსნა. მოქალაქეებს კუთვნილი საწვავის ტალონის მიღება, პირადობის მოწმობის მიტანის საფუძველზე შეუძლია.

„პირებს, რომლებსაც რეგისტრირებული აქვთ 0.25 ჰექტრის ზევით მიწის ნაკვეთები, ერთ ჰექტარზე გადაანგარიშებით მიიღებენ 150 ლიტრის ძალიან შეღავათიან ბარათებს, რომლითაც ისარგებლებენ „სოკარ ჯორჯიას“ ბენზინ გასამართ სადგურებზე და საწვავს გაიტანენ იმ დროისთვის არსეულ ფასზე ლარით ნაკებად“ - უთხრა რადიო "მარნეულს" 21 მაისს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსმა გერონტი სივსივაძემ

ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა შეღავათის მისაღებად არის ის, რომ აუცილებელია პირს რეგისტრირებული ჰქონდეს მიწის ნაკვეთები საჯარო რეესტრში - სხვა შემთხვევაში ტალონები არ გაიცემა. მსგავსი სერვისის მიღება წინასწარი დაჯავშნის საფძველზეა შესაძლებელია საზოგადოებივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებშიც.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს განმარტებით, პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა მოქალაქეებს 2020 წლის ბოლომდე აქვთ.

აგრო დიზელის ფასდაკლების ბარათების გაცემის ცენტრი ქალაქ მარნეულში, კულტურის ცენტრის შენობაში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიხსნა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია