სიახლე
თვითდასაქმებულებისათვის ფულადი დახმარების მისაღებად რეგისტრაციის ვადა 7 დღეში იწურება
თვითდასაქმებულებისათვის ფულადი დახმარების მისაღებად რეგისტრაციის ვადა 7 დღეში იწურება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონულმა განყოფილებამ, 8 ივლისის მონაცემებით, 800-მდე თვითდასაქმებულს გაუწია დახმარება. სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილების უფროსმა მამუკა შუბითიძემ რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ სოციალური მომსახურეობის სააგენტო იმ მოქალაქეებს ეხმარება, ვისაც პროგრამაში ჩასართავად დარეგისტრირება უჭირთ.

„რაც საქართველოს მთავობის მიერ დაანონსდა კორონავირუსთან დაკავშირებით თვითდასაქმებული პირების კომპენსაციები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და შემოსავალი, მარნეულის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ თვითდასაქმებული პირი დღეის მდგომარეობით 527 დარეგისტრირდა, ხოლო ის თვითდასაქმებული პირები, რომლებისთვისაც პირველი ივლისიდან დაიწყო რეგისტრაცია, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ საზღვარგარეთ, დღეის მდგომარეობით, ჩვენს მიერ მოხდა 260 მოქალაქის დარეგისტრირება“

ერთ-ერთი თვითდასქმებული ელვარ იბრაგიმოვი გვიყვება, რომ რეგისტრაციის გასავლელად მარნეულის სოციალური მომსახურების სააგენტოში, გუშინ მოვიდა, თუმცა დიდი რიგის გამო სახლში დაბრუნება მოუწია.

„გუშინ 2-3 საათი იქნებოდა რომ მოვედი, 6-მდე ვიდექი, ჩემი რიგი ვერ მოვიდა და დავბრუნდი. ადამიანების მდგომარეობას ხომ ხედავთ. არიან ისეთი ადამიანები, ვინც ერთი კვირაა მოდის. დილის 6 საათზე მოდიან და საღამოს 7-ზე ხელცარიელი ბრუნდებიან. დღეს 8 საათზე მოვედი , ახლა 43 ადამიანი ვადგავართ რიგში. ღმერთმა იცის როდის მოვა ჩემი ჯერი. ხალხი მშიერი დგას აქ მთელი დღე. ცუდ მდგომარეობაში ვართ. 29 დეკემბერს თურქეთიდან ჩამოვედი უმუშევრი დავრჩი. ხელოსანი ვარ , მაგრამ სამუშაო არაა. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ადამიანების 60-70 % 300 ლარიან დახმარებას ელოდება“

სახელმწიფო დახმარების მისაღებად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე Moh.gov.ge-ზე რეგისტრაციის გავლაში მარნეულელ თვითდასაქმებულებს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულის ოფისიც ეხმრებოდა. მათთან რეგისტრაცია უკვე დასრულდა. როგოგორც გვითხრეს, სულ 63 თვითდასაქმებული დაარეგისტრირეს.

საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას მიიღებენ უმუშევრად დარჩენილი, დაქირავებით დასაქმებული, ასევე თვითდასაქმებული პირები.

არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ან თვითდასაქმებულები შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში, ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

მოქალაქეებს ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე, სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით შეუძლიათ დარეგისტრირება.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია