„ქართული ოცნების“ მარნეულის მაჟორიტარი კანდიდატი ზაურ დარგალი იქნება
„ქართული ოცნების“ მარნეულის მაჟორიტარი კანდიდატი მარნეულის მერი ზაურ დარგალი იქნება.

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს, 20 ივლისს, მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა.

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ზაურ დარგალი მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა.

„ზაურ დარგალი არის გამორჩეული კვალიფიკაციისა და პიროვნული თვისებების მქონე საჯარო მოხელე. ის არის მარნეულის წარმატებული მერი. ის იქნება მარნეულის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების აქტიური წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საპარლამენტო საქმიანობაში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

ცნობისთვის, დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე პოლიტსაბჭომ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია დაამტკიცა.

ინფორმაციისთვის, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები