სიახლე
"მარნეულს წელს 9 მედალოსნობის კანდიდატი ჰყავს" - რესურსცენტრის უფროსი
მარნეულის მუნიციპალტეტს 2019-2020 სასწავლო წელს 9 მედალოსნობის კანდიდატი ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ქენან ომაროვმა უთხრა. ომაროვის განმარტებით, აქედან ოთხი ოქროს, ხუთი კი ვერცხლის მედალოსანია. მისი თქმით, უახლოეს მომავალში სკოლებში პირადი საქმეების და ჟურნალების გადამოწმებას დაიწყებენ, რის შემდეგაც მედალოსნების ზუსტი ვინაობა გახდება ცნობილი.

"მედალოსნობის კანდიდატები არიან მარნეულის მასშტაბით შვიდი სკოლიდან. ეს სკოლებია: ახალი დიოკნისი, ალგეთის პირველი საჯარო სკოლა, წერეთლის საჯარო სკოლა, როგორც სომხურენოვანი სექტორი, ასევე ქართულენოვანი, შაუმიანის მეორე საჯარო სკოლა, კაპანახჩის და საიმერლოს საჯარო სკოლები" - თქვა ქენან ომაროვმა

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მარნეულის მასშტაბით სკოლა მედალზე 15-მა მოსწავლემ დაამთავრა.
მათთვის 2019 წლის 18 ივნისს, მარნეულის მერის ინიციატივით, ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.

ოქროს მედალის კანდიდატი მოსწავლის წლიური შეფასება X, XI და XII კლასებში, ყველა საგანში უნდა იყოს 10. ვერცხლის მედლის კი – 9.9 ან 9.8 ქულა.

თეა დავაძე
რადიო"მარნეული"
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია