მარნეულის მერიასთან, ნიმუშის სახით, სანაგვე კონტეინერი დადგეს
რამდენიმე კვირაა, რაც მარნეულის მერიის შენობის წინ, ახალი სანაგვე კონტეინერი გამოჩნდა. ურნა მწვანე ფერისაა. მსგავსი დიზაინის კონტეინერებს მარნეულის სხვა ქუჩებში ჯერ ვერ შეხვდებით. როგორც შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორმა, ლერი მუმლაძემ თქვა, მხოლოდ ერთი სანაგვე კონტეინერი მერიასთან, ნიმუშის სახით დადგეს.

„ეს არის ნიმუშის სახით. მუნიციპალიტეტს ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, რომელიღაც კომპანიამ გაიმარჯვა ორთვინი გარანტია აქვს. მოწონება დაიმსახურა და სადღაც სექტემრის ბოლოს ან ოქტმრბრის 10 რიცხვამდე უნდა შემოიტანონ“ -ამბობს ლერი მუმლაძე

მუმლაძის თქმით, მერია სამასზე მეტი მსგავსი ურნის შეძენას გეგმავს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები