მარნეულის მერიამ დამია-გეურარხში გარე განათების მოსაწყობად 67 363 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია-გეურარხში გარე განათების
მოწყობის სამუშაოების შესყიდვისათვის მარნეულის მერიამ 67 363 ლარიანი
ტენდერი გამოაცხადა.
მარნეულის მერიამ აღნიშნული ტენდერი 16 სექტემბერს გამოაცხადა და
მასში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 22-დან 30
სექტემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებული კომპანია ვალდებული
იქნება სოფელში სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ
დღეში შეასრულის.