404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/home/marneulifm/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
რუსლან გაჯიევი ამბობს, რომ არჩევნებისგან დაიღალა და დასვენება სჭირდება
„ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატის ზაურ დარგალის წინასაარჩევნო შეხვედრებზე მარნეულის მოქმედი მაჟორიტარები თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი არ დადიან.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ რუსლან გაჯიევმა თქვა, რომ შეხვედრებზე მისი არდასწრება არ ნიშნავს, რომ ის დარგალის კანდიდატურას მხარს არ უჭერს.

„დიდი ხანია ვთქვი, რომ ამ პროცესებში მონაწილეობა არ მინდა. ალბად დავიღალე, იმიტომ რომ მე ხუთჯერ ვიყავი შტაბის უფროსი და ყველა არჩევნებში კარგი შედეგი იყო. ჩემი არჩევნებიდან დაიწყო ყველაფერი და მერე ოთხ თუ ხუთ არჩევნებზე ვიყავი შტაბის უფროსად, ყოველთვის ვიმარჯვებდით. შეიძლება დავიღალე, ცოტა დასვენებაა საჭირო“ - გვითხრა რუსლან გაჯიევმა

გაჯიევის განმარტებით, საპარლამენტო მანდატის შეწყვეტის შემდგომ მისთვის პოლიტიკური პროცესებიდან მთლიანად ჩამოშორება რთული იქნება და კვლავ „ქართული ოცნების“ რიგებში დარჩება.

რუსლან გაჯიევი „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველ ოცეულში ვერ მოხვდა. პირველ ოცეულში, გაჯიევის მსგავსად, ვერ მოხვდნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სხვა კანდიდატებიც.

„მემგონი მეორე ოცეულში იქნებიან ეთნიკურად აზერბაიჯანელები ან სხვები“ - ამბობს რუსლან გაჯიევი

რუსლან გაჯიევი საქართველოს პარლამენტის წევრი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას გახდა.

რადიო „მარნეული“ მარნეულის მეორე მაჟორიტარ დეპუტატთან თამაზ ნავერიანთანაც შეეცადა დაკავშირებას, მაგრამ ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

რადიო „მარნეული“


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია