404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
მარნეულის არაქართულენოვანი სკოლები წიგნების მიღების მოლოდინში
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყულარის საჯარო სკოლაში მოსწავლეების უმრავლესობას რამდენიმე საგნის წიგნი დღემდე არ აქვს. პრობლემაა რუსული და აზებაიჯანული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები. ზემო ყულარის საჯარო სკოლაში სულ 168 მოსწავლე სწავლობს. როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არასაკმარისი წიგნებია. სასწავლო პროცესის განახლებიდან, ფაქტობრივად, ორი კვირა გადის, თუმცა საგაკვეთილო პროცესში სრულფასოვნად ჩართვას მოსწავლეთა ნაწილი ვერ ახერხებს.

„წიგნებს ჯერ კიდევ არ გვაძლევენ. ერთი წიგნი 30 ლარი ღირს. 100 ლარის წიგნი გვჭირდება, მე საიდან უნდა მოვიტანო ეს ფული? სკოლამ ხომ უნდა მოგცეს წიგნები? მე უნდა ვიყიდო, თუ სკოლამ უნდა გადმოგვცეს?“

„სკოლაში ყველაზე დიდი პრობლემა წიგნებია. ბავშვებს და მათ მშობლებს საკუთარი სახსრებით უწევთ რომ წიგნები შეიძინონ. ყველა მშობელს ხომ არ აქვს შესსაძლებლობა რომ წიგნები იყიდოს?“
- ამბობენ ზემო ყულარში მცხოვრებლები.

როგორც ზემო ყულარის საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილი ტარიელ ჰაჯიევი ამბობს, საჭირო წიგნების სია მათ უკვე გამზადებული აქვთ. პასუხს კი მარნეულის რესურსცენრიდან ელოდებიან.

„ჩვენ გვაქვს რუსული სექტორი, სადაც რუსული ენის და ლიტერატურის წიგნებს რუსეთიდან აღარ გვიგზავნიან და მშობლები იძულებულები არიან, რომ შეიძინონ. აზერბაიჯანულ ენას და ლიტერატურას კი აზერბაიჯანის საელჩო გვაწვდის და ბავშვებს ამ წიგნებს ვუნაწილებთ. დანარჩენ წიგნებს რაც შეეხება, არის გარკვეული წიგნები რაც უკვე გვაქვს და ეს პრობლემა ნელ-ნელა გვარდება. ასევე სხვა სკოლებთან გვაქვს კომუნიკაცია და თუ მათ აქვთ დარჩენილი რაიმე წიგნნები რომ გვათხოვონ“

მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი ქენან ომაროვი ამბობს, რომ გარდა ყულარის საჯარო სკოლისა, მსგავსი პრობლემა, მარნეულის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც აქვთ. სიტუაციის გამოსწორებას კი როგორც თავად ამბობს, უახლოეს დღეებში ელოდებიან.

„ძირითადი წიგნები, რა თქმნა უნდა, მიღებული გვაქვს განათლების სამინისტროსგან და გაცემული გვაქვს ყველა სკოლაზე. რაც შეეხება წიგნების დანაკლისს, რომელიც რამდენიმე სახეობისაა, ამ დღეებში ველოდებით ჩვენ. წიგნების დანაკლისი ბავშვების მობილობის გამო შეიქმნა.  იყო შემთხვევები ზოგიგადავიდა სკოლიდან, ზოგი მოვიდა. ძირითადი პრობლემა რუსულენოვან სკოლებშია რუსული ენის და ლიტერატურის , ეს წიგნი, რა თქმა უნდა, საქართველოში არ იბეჭდება. უახლოეს დღეებში მივიღებთ წიგნებს“ - თქვა ქენან ომაროვმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განმარტავენ, რომ წიგნების დანაკლისი, რომელიც ახალა სკოლებშია, ეტაპობრივად მოგვარდება. სახელმძღვანელოებს მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს განათლების სამინსტროს ინფრასტრუქტურის სააგენტო. 

მარნეულის საჯარო სკოლებში სასწავლი პროცესი 15 სექტემბერს, თითქმის ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ აღდგა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია