მარნეულში დირექტორის მიერ 11 წლის მოსწავლის სავარაუდო ცემის ფაქტზე, მშობლებმა პოლიციას მიმართეს
11 წლის ბავშვის ოჯახი მარნეულის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. 
ამ ეტაპზე ბავშვის ოჯახის წევრები მარნეულის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან.

რადიო "მარნეულთან" საუბრისას ბავშვის მამა ამბობს, რომ 11 წლის ბიჭს დირექტორმა გულმკერდის არეში დაარტყა რის შემდეგაც ბავშვი კედელს მიეჯახა.
ბავშვის ბაბუა რადიო "მარნეულს" უყვება, რომ შემთხვევა 12 ოქტომბერ მოხდა და მის შვილიშვილს დირექტორი ფიზიკურად რამდენჯერმე გაუსწორდა. მისი თქმით, ბავშვს პირველადი სამედიცინო დახმარება ერთ-ერთმა პედაგოგმა გაუწია

11 წლის ბიჭი ამბობს, რომ სკოლაში თანატოლთან დაპირისპირება მოუვიდა, ჩხუბის შედეგად კი სკოლის სკამი გატყდა. ბავშვის თქმით, დირექტორმა მას სწორედ ამ მიზეზის გამო დაარტყა, მაგრამ აცხადებს, რომ სკამის გატეხვაში ის დამნაშავე არაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები